ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2022 წლის 30 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“;
3. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
4. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის #38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
5. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის #20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
6. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის #21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
7. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის (ს.კ. 85.27.22.207) სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“.
8. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2022 წლის სექტემბრის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com