წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის ცნობა
22 ივლ 2022
 

ც ნ ო ბ ა

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში . წალკა არისტოტელეს . N22-ში, 2022 წლის 29 ივლისს 11:00-საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

2. განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის #გ-119.119221514   განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

3. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2022 წლის ივლისის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;

4. განკარგულების პროექტი „შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენის და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა დაპერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;

5. განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი წალკის მუნიციპალიტეტში განსახირციელებელი ინფრასტრუქტურული საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ“.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ დაესწრონ საკრებულოს სხდომას, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს სხდომებზე განსახილველად ინიცირებული აქტების  პროექტებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში  ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com

 
 
მნახველთა რაოდენობა: 488
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები