ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2022 წლის 24 იანვარს 10:00 საათზე საკრებულოში გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- დადგენილების პროექტი „2022 წელს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“;
- დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიების/ფრაქციების სხდომებზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროეზტებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com