ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 29 დეკემბერს 11:00 საათზე საკრებულოში გაიმართება ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. კოხტაში მდებარე, წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდი 85.19.23.275 სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, შემდგომში სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. კოხტას საჯარო სკოლისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით.“
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიების/ფრაქციების სხდომებზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროეზტებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com