ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 21 დეკემბერს 14:00 საათზე საკრებულოში გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
3. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“;
4. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
5. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
6. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“;
7. განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი წალკის მუნიციპალიტეტში განსახირციელებელი ინფრასტრუქტურული საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიების/ფრაქციების სხდომებზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროეზტებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com