წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 07.08.2020 წ. სხდომების ცნობა
06 აგვ 2020
 

ც ნ ო ბ ა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში,  07/08/2020 წ. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება სხდომები შემდეგი გრაფიკით:

10:30-საათზე სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა;

11:00-საათზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა;

სხდომებზე განხილული იქნება:

1.       განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის #8 10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

2.       განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ნუსხის მოწონების შესახებ“.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის-ფრაქციის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს  გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა  II სართული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1383
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2026 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები