წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა
26 ივნ 2019
 

ც ნ ო ბ ა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში,  28/06/2019 წ. 11:00-საათზე გაიმართება საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით:

განკარგულების პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ქ.წალკაში კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოების მოწონების  შესახებ“

      საკრებულოს აპარატი გაცნობებთ:

ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები კომისიის/ფრაქციის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით .

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს კომისიის-ფრაქციის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომისიაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტებს  გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა  II სართული.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1273
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2026 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები