ფრაქციაზე განხილული იქნება:
დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ“
ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავის წინადადებები თუ შენიშვნები ფრაქციის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომის დღემდე.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ ფრაქციის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს საკრებულოს ფრაქციის სხდომის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ფრაქციაზე განსახილველად ინიცირებული ნორმატიული აქტის პროექტს გაეცნონ საკრებულოს აპარატში მისამართზე; ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N 22 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა II სართული.