წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა
02 ივლ 2026
 

ც ნ ო ბ ა 

        წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ.წალკა, არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2026 წლის 9 ივლისს, 11:00 საათზე, გაიმართება საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

  1. დადგენილების  პროექტი „„წალკის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 სექტემბრის #13 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“;

  2. დადგენილების პროექტი "“წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"; 

  3. განკარგულების პროექტი „„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 მარტის  #გ-119.11926090001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 555
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2026 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები