წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
24 მარ 2026
 

ც ნ ო ბ ა

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2026 წლის 31 მარტს, 11:00 საათზე, გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

ა)   განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების შესახებ“;

ბ) განკარგულების პროექტი „მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით გადაცემაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;

გ) განკარგულების პროექტი “წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2026 წლის მარტის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებსა და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ, საკრებულოს სხდომებზე განსახილველად ინიცირებულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში, ან ელექტრონულ მისამართზე tsalka.mun@gmail.com

 
 
მნახველთა რაოდენობა: 592
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2026 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები