წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების სხდომების ჩატარების გრაფიკი
06 მარ 2025
 

    

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ, საჯარო განხილვისთვის ვაქვეყნებთ განკარგულების პროექტს  „წალკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“. გაცნობებთ რომ, განკარგულების პროექტი განსახილველად გადაეცა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს.  

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  სხდომები გაიმართება შემდეგი გრაფიკით:

1. 13/03/2025 წ.  11:00-საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა;

2. 13/03/2025 წ.  12:00-საათზე ფრაქცია "ერთობის" სხდომა;

3. 13/03/2025 წ. 13:00-საათზე ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხდომა;

4. 14/03/2025 წ. 11:00-საათზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა;

5. 14/03/2025 წ. 12:00-საათზე  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;

6. 14/03/2025 წ. 13:00-საათზე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია;

7. 14/03/2025 წ. 14:00-საათზე სოციალურ საკითხთა კომისია;

8. 14/03/2025 წ. 15:00-საათზე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების  კომისია.

 

სხდომები გაიმართება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული აქტის  პროექტზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში (მისამართი ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N22 II-ე სართული) ან ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com   არაუგვიანეს მ/წლის 14 მარტისა.

განკარგულების პროექტი "წალკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ"https://tsalka.gov.ge/files/uploads/განკარგულების პროექტი.pdf

დანართიhttps://tsalka.gov.ge/files/uploads/დანართი ანგარიში 2024.pdf

 
 
მნახველთა რაოდენობა: 793
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
აპრ 06 ორშ 2026
82
აპრ 06 ორშ 2026
75
აპრ 06 ორშ 2026
129
აპრ 06 ორშ 2026
125
აპრ 06 ორშ 2026
123