ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2024 წლის 29 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
- განკარგულების პროექტი "წალკის მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ".
- განკარგულების პროექტი "ქ. წალკის ადმინისტრაციული ერთეულის ქ. წალკის მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელების და უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ".
- განკარგულების პროექტი "წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2024 წლის ნოემბრის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ".
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს კომისიის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com