ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2023 წლის 19 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“;
2. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
3. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“;
4. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს კომისიის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com