წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2023 წლის 22 მაისს 10:00 საათზე გაიმართება საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
-
დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
-
განკარგულების პროექტი “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებების მიხედვით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის განაწილების შესახებ”.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს კომისიის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com