ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N22-ში, 2023 წლის 21 თებერვალს 10:30 საათზე გაიმართება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ნოემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიების/ფრაქციების სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com.