წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს დადგენილებები, განკარგულებები და ბრძანებები

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა
23 ივლ 2025
 

ც ნ ო ბ ა

    წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2025 წლის  31 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

 ბ) დადგენილების პროექტი „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“;

 გ) განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ შენობა- ნაგებობების ნუსხის დამტკიცების შესახებ სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)“;

დ) განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელ. ტენდერში (სატენდერო განცხადების NAT250010490) გამოვლენილ გამარჯვებულ შპს „ჯეო ბილდ გრუპთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;

 ე) განკარგულების პროექტი “წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2025 წლის ივლისის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 277
 
 
 
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები