წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკაში ახალი საწარმო „ვიტა პროდუქტი“ გაიხსნა
30 ნოემ 2015
 

25 ნოემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ წალკის მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო „ვიტა პროდუქტი“ გახსნა.

საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში - 178,712 აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსება და 223,390 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. საწარმოს მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. საწარმოში 15 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. 
„ვიტა პროდუქტი“ წელიწადში 3000 ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშვებას, სხვადასხვა სახეობის ყველის და კარაქის წარმოებას გეგმავს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. 
საწარმოს გახსნის ღონისძიებას წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ილია საბაძე, საკრებულოს თავჯდომარე - ირაკლი გიგინეიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე - კახაბერ გუგეშაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი - მარიანა მორგოშია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი - ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2352
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები