ც ნ ო ბ ა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ქ. წალკა არისტოტელეს ქ. N 22-ში, 2024 წლის 30 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება საკრებულოს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. დადგენილების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ოქტომბრის #18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. განკარგულების პროექტი „წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2024 წლის სექტემბრის თვის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს კომისიის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com