წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომის ცნობა

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომების შესახებ
07 მარ 2024
 

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთრომ, საჯარო განხილვისთვის ვაქვეყნებთ განკარგულების პროექტს  „წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ“. გაცნობებთ რომ, განკარგულების პროექტი განსახილველად გადაეცა წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს.  

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  სხდომები გაიმართება შემდეგი გრაფიკით:

1. 14/03/2024 წ. 10:00-საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა;

2. 14/03/2024 წ. 11:00-საათზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა;

3. 14/03/2024 წ.  12:00-საათზე ფრაქცია 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხდომა;

4. 14/03/2024 წ.  14:00-საათზე ფრაქცია "ერთობის" სხდომა;

5. 15/03/2024 წ. 11:00-საათზე  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;

6. 15/03/2024 წ. 12:00-საათზე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია;

7. 15/03/2024 წ. 13:00-საათზე სოციალურ საკითხთა კომისია;

8. 15/03/2024 წ. 14:00-საათზე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების  კომისია;

სხდომები გაიმართება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის/ფრაქციის სხდომებზე განსახილველად ინიცირებული აქტის  პროექტზე თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები მოგვაწოდონ საკრებულოს აპარატში (მისამართი ქ.წალკა არისტოტელეს ქუჩა N22 II-ე სართული) ან ელექტრონულ მისამართის საშუალებით tsalka.mun@gmail.com   არაუგვიანეს მ/წლის 14 მარტისა.

https://tsalka.gov.ge/files/uploads/განკარგულების პროექტი.pdf

https://tsalka.gov.ge/files/uploads/2023_წლის_ბიუჯეტის_შესრულების_ანგარიში.pdf

 
 
მნახველთა რაოდენობა: 81
 
 
 
საკრებულოს სხდომის ცნობა
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები