11 ივლისს, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, სოციალურად დაუცველი, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების გამარჯვებული ხუთი ახალგაზრდა, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებიდან, მიღწეული წარმატებებისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა და ახალი ინიციატივის შესახებ ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად, გრიგოლ ნემსაძის გადაწყვეტილებითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭერით, ქალაქ წალკის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, გოჩა ცეცხლაძე, ქალაქ მარნეულის #5 საჯარო სკოლიდან სერგო და სანდრო ხარშილაძეები, სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ ,,ეტალონის“ მეორეადგილოსანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანიდან, მილენა ადამიანი და ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოდან, სასკოლო - საგანმანათლებლო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული, მალაქ აშიროვა, ქობულეთში, საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც ხუთი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან. წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები კი წარჩინებული ბავშვების მატერიალურ წახალისებას უზრუნველყოფენ.
სიახლეები
წარმატებული ახალგაზრდები 2018
11 ივლ 2018
მნახველთა რაოდენობა: 2578
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
მაი 14 სამ 2024
21
მაი 14 სამ 2024
15
აპრ 30 სამ 2024
20
აპრ 30 სამ 2024
25
აპრ 30 სამ 2024
23
მაი 02 ხუთ 2024
54
აპრ 22 ორშ 2024
126
აპრ 22 ორშ 2024
113
აპრ 22 ორშ 2024
122