წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წალკაში
23 ივლ 2015
 

წალკაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ნიკოლოზ ქიზიყურაშვილთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია საბაძემ მოინახულა.

პროექტის ფარგლებში მოხდება სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია, სანიაღვრე კოლექტორისა  და საქლორატორის მოწყობა, 2 ახალი რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა/რეაბილიტაცია, ასევე  გამანაწილებელი ქსელის  ნაწილობრივი რეაბილიტაცია.  წყლის  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად  წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1200 ოჯახს წყლის ხარისხის პრობლემა მოუგვარდება და მოსახლეობა უზუნველყოფილი იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით. პროექტი  2016 წელს დასრულდება. 
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2322
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები