წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
05 დეკ 2015
 

4 დეკემბერს ქ. რუსთავის N7 საჯარო სკოლის შენობაში წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ათ წარჩინებულ მოსწავლეს, რომელთა შორის იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებიც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა - თამარ სანიკიძემ და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაატა ხიზანაშვილმა საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბოლო წლების განმავლობაში მოსწავლეებში მოტივაციისა და ცოდნის გაღრმავების სურვილის ასამაღლებლად არაერთ პროექტს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ყოველ წლიურად იმ მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური 7, 8 და 9 კლასი დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე შეადგენს 10 ქულას, საჩუქრად გადაეცემათ კომპიუტერები. ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 1970 წარჩინებულმა მოსწავლემ უკვე მიიღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კომპიუტერები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2107
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები