წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წარჩინებული მოსწავლეები გამგებელმა მედლებით დააჯილდოვა
05 იან 2016
 

4 იანვარს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებელმა - ილია საბაძემ საჯარო სკოლების 14 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

ის მოსწავლეები, რომლებმაც 2015 წელს წარჩინებით დაამთავრეს სკოლა და ყველა საგანში მათი შეფასებითი ქულის რაოდენობა შეადგენდა 10 ქულას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო დანარჩენ ოთხს კი ვერცხლის მედლები გადაეცათ. გამგებელმა ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დამთავრებასთან ერთად ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელიც მათთვის სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო, ასევე ესაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე და თვითმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მოსწავლეების დაჯილდოებას ესწრებოდნენ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე - ირაკლი გიგინეიშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე - ანზორ ხინიკაძე, გამგებლის მოადგილეები ფეოხარ პარასკევოვი და ემზარ გელოვანი, რესურს ცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1212
 
 
 
სიახლეები
 

2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები