წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეს წალკაა
19 მარ 2019
 


CENN ევროკავშირის ENPARD - საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით წალკის მუნიციპალიტეტი / municipality of tsalka-ში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

19 მარტს, ევროკავშირმა, CENN-თან ერთად, ახალ პროექტი „ეს წალკაა“ ოფიციალურად გახსნა. ღონისძიება გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში.

შეხვედრა ოფიციალურად გახსნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ და წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ.

პროექტის მიზანია ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმება და მუნიციპალიტეტის სხვა ადგილობრივი ჯგუფების მხარდაჭერა. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში, თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით, შეიქმნება და გაძლიერდება წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG). შემუშავდება გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მოხდება ადგილობრივი პროექტების დაფინანსება. დამატებით, პროექტი იმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გამოსწორებაზე მოწყვლადი ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების საქმიანობის გაძლიერების გზით.

წალკა ქვემო ქართლში მდებარე მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია. ის მოიცავს 30 თემს, 43 სოფელსა და დაბა წალკას. მაღალმთიანი წალკის მუნიციპალიტეტის ფართობი 105,430 ჰექტარია - ვულკანური ქანებით აგებული რელიეფი, ძირითადად დაფარულია ვაკე მდელოებით. მუნიციპალიტეტში წამყვანი ეკონომიკური აქტივობა სოფლის მეურნეობაა. უნიკალური ბუნებრივი რესურსებითა და მოსახლეობის მრავალფეროვნებით გამორჩეული ეს მხარე არის შთაგონების წყარო მოგზაურობისათვის და უჩვეულო გარემო მუშაობისათვის.

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს – „ეს წალკაა“ – ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევითი ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6417
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
აპრ 06 ორშ 2026
315
აპრ 06 ორშ 2026
239
აპრ 06 ორშ 2026
307
აპრ 06 ორშ 2026
313
აპრ 06 ორშ 2026
304
იან 28 ოთხ 2026
558
ივლ 07 ორშ 2025
891
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები