წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა
28 თებ 2019
 

28 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, იაპონიის მთავრობის მიერ, „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,
დაფინანსებული საგრანტო პროექტების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაზე იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტები იმყოფებოდნენ.

პროექტების ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში კარტოფილის სამაცივრე მეურნეობა და ბიო–ბრიკეტების ორი მცირე საწარმო აშენება, რაც ხელს შეუწყობს ეკო–მიგრანტების შემოსავალის ზრდას და საფუძველს ჩაუყრის წყლისა და ნიადაგის მდგრად და პასუხისმგებლიან გამოყენებას. ასევე, შეშის ბიოლოგიურად სუფთა ბრიკეტებით ჩანაცვლებასა და ტყის განადგურებისგან დამცავი პრაქტიკის დანერგვას საქართველოში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რეგიონში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
#ქვემოქართლი2019
#წალკა2019
#ახალისაწარმოებისმშენებლობა2019
#სახელმწიფორწმუნებული2019

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4001
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
აპრ 06 ორშ 2026
315
აპრ 06 ორშ 2026
239
აპრ 06 ორშ 2026
307
აპრ 06 ორშ 2026
313
აპრ 06 ორშ 2026
304
იან 28 ოთხ 2026
558
ივლ 07 ორშ 2025
891
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები