წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

განათლების მინისტრისა და გუბერნატორის ვიზიტი წალკის მუნიციპალიტეტში
05 აპრ 2016
 

1 აპრილს წალკის მუნიციპალიტეტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მისი მოადგილე ლია გიგაური , ქვემო ქართლში სახელმწიფო-რწმუნებული პაატა ხიზანაშვილი ეწვივნენ, რომლებმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქ. წალკასა („წალკა ვიტა“) და სანტაში („ალპია სანტა“) არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმოები მოინახულეს.

მათ დაათვალიერეს საწარმოები და ყველის წარმოების პროცეს გაეცნენ, ყველის დამზადების ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრა ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ. 
საწარმოს დათვალიერების შემდეგ მინისტრის მოადგილე ლია გიგაური წალკის მუნიციაპლიტეტის გამგებელთან და სახელმწიფო-რწმუნებულ პაატა ხიზანაშვილთან ერთად ქ. წალკის N2 საჯარო სკოლის დარბაზში პედაგოგებს შეხვდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ასევე 2015-2016 სასწავლო წლის განახლებულ პროგრამაზე, რომელსაც არჩევით საგანთა ნუსხაში დაემატა ახალი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ აღნიშნული საგანი მოსწავლეს უვითარებს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევებს, ასევე ეხმარება არჩევანის გაკეთებაში თუ როგორ შეიძლება იდეა გადაიქცეს კონკრეტულ საქმიანობად, რომელმაც შეიძლება მოუტანოს როგორც შემოსავალი, ასევე მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვისა და თვითდასაქმების საშუალება. შეხვედრა წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში, მინისტრის მოადგილე გაეცნო პედაგოგების მოსაზრებებს, იდეებსა და ინიციატივებს განათლების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1904
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები