წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წალკაში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება დაიწყო
08 აპრ 2016
 

6 აპრილს წალკის მუნიციპალიტეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი-სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ეწვივნენ.

მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულეს და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს. 
2015 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2004-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა და საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო, რომელსაც ეკომიგრანტი ოჯახები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. სახელმწიფოს მიერ შესყიდული სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესი გაგრძელდება და წლის ბოლომდე გასტანს. მინისტრმა ასევე მოინახულა 2015 წელს შესყიდული სახლები.
საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტის პარალელურად, დევნილთა და განსახლების სამინისტრო 2013 წლიდან, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1609
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები