წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“ წალკაში
14 აპრ 2016
 

დღეს 14 აპრილს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონი“-ის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით გუნდთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტს ეწვია, პროექტ „საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის გამოსავლენად.

კონკურსი გაიმართა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების ოცდაექვსმა მოსწავლემ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა მოსწავლეებმა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა უხუცესთა ანსამბლმა „თრიალეთმა, ხოლო გამორჩეულმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. კონკურსის შედეგად შეირჩა საუკეთესო შედეგების მქონე წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალშენის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე - მარიამ კვიციანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 14 მაისს სპორტის სასახლეში გამართულ ინტელექტ შეჯიბრის ფინალში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ - წალკის მუნიცალიტეტის გამგებელი ილია საბაძე , პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე, მოადგილეები ემზარ გელოვანი და ფეოხარ პარასკევოვი, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის სხვა თანამშრომლები, პედაგოგები, მშობლები და გულშემატკივრები.
პროქტ ეტალონის ავტორმა და წამყვანმა განაკუთრებული მადლობა გადაუხადა წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეებს, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსს და წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს გაწეული მხარდაჭერისათვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1531
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები