წალკის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმები წალკაში
31 მაი 2016
 

31 მაისს წალკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის შენობაში წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ჯავრიშვილის თვალის მიკროქირურგიის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში ოფთალმოლოგ ექიმებმა უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება გაუწიეს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, ხოლო იმ მოქალაქეებს რომელთაც აღმოაჩნდათ თვალის დაავადება „კატარაქტა“, რომელიც იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას და ესაჭიროებათ ოპერაცია კლინიკა “ოფთალმიჯი“ შემდგომ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს ჩაუტარებს ქირურგიულ მომსახურებას (ოპერაცია). უფასო სამედიცინო აქციის მიმდინარეობას დაესწრო წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ფეოხარ პარასკევოვი და გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი ევგენია ფურცელაძე.

 

 
01.jpg02.jpg
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2520
 
 
 
სიახლეები
 

    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები